შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1938 წელს, მოსკოვის ცენტრალური ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1949 წელს. 1931-1940 წლებში მუშაობდა თბილისის, შემდეგ მოსკოვის 51 სპორტულ დაწესებულებებში, იყო ფიზიკური კულტურის მწერთნელი, სასწავლო ნაწილის გამგე, სპორტული საზოგადოება "ნაუკას", ჯერ რესპუბლიკური, შემდეგ საკავშირო საბჭოს ხელმძღვანელი. 1940 წლის სექტემბერში გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე ცნობილი პანფილოვის დივიზიის შემადგენლობაში და ებრძოდა ფაშისტ დამპყრობლებს ბელორუსიაში, საიდანაც მძიმედ დაჭრილი დაუბრუნდა საქარველოს. და მეცნიერულ მუშაობას მოკიდა ხელი. მძლეოსანი, მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდსმენი ადგილიდან სიმაღლეზე ხტომაში (1936). სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1934, 1935 ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, ადგილიდან სიმაღლეზე ხტომა, ადგილიდან სამხტომი; 1936 – ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, ადგილიდან სიმაღლეზე ხტომა). სპორტსაზოგადოება "ნაუკას" საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე (1935-40). 1946–1952წწ. იყო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის რექტორი, 1956-1983წწ. ამავე ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრის გამგე. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1983-იდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი. მისი თაოსნობით აშენდა ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ახალი შენობა (1955), მძლეოსნობის სასახლე (1979), რომელიც მის სახელს ატარებს. არის 24 სამეცნიერო ნაშრომისა და 3 გამოგონების ავტორი. მან მნიშენელოვანი წელილი შეიტანა პედაგოგიკისა და ადამიანის ფიზიკური აღზრდის თეორიასა და პრაქტიკაში. დაიმსახურა ორდენები, აგრეთვე 14 მედალი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.565; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.338; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 51-52 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |