შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ არველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1992წწ. მუშაობდა ენერგეტიკის დარგში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: 1964-1966წწ. ახმეტის ხის დამამუშავებელი კომბინატის ელექტროინჟინერი, მთავარი ენერგეტიკოსი; 1966-1980წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერმუშაკი; 1980-1985წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობა, უფროსი რეფერენტი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1984-1991წწ. საქმთავარენერგოს უფროსის მოადგილე, უფროსის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1991-1996წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992-1993წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი; 1996-1997წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-1999წწ. კორპორაცია "აგორა", დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №18 ახმეტის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2009წწ. სს საქრუსენერგოს კონსულტანტი, ტექნიკური საბჭოს მრჩეველი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაჯილდოვებულია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 69; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.263; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.18-19 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |