The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბეგაძე

გიორგი ბეგაძე
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1994 წელს.

1999 წელს გაიარა USAID-ის პროგრამით განხორციელებულ კურსი და  მიიღო ინსტრუქტორ ტრენერის კვალიფიკაცია; 2000-2005წწ. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე; მონაწილეობდა საერთაშორისო ტრენინგებში ტრენერად; გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში; 2005 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამა "ირმის ნახტომის" ფინანსური მენეჯერი; 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აპარატის უფროსი; 2013 წელს ვილნიუსის გამოყენებითი უნივერსიტეტის ლექტორი; 2014 წელს მიიღო ვარშავის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სტიპენდია ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიაში; 2014  წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ტურიზმის ცენტრის დირექტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები", წევრი (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" (2016-2017)

გააზიარე: