The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ კაკაბაძე

მიხეილ კაკაბაძე
Other name:მიხო ხონელი
Date of birth:16 September, 1921
Date of death:18 May, 1983  (at 61 years)
Category:Writer, Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს.

1945 წლიდან მუშაობდა პრესაში; იყო გაზეთ "მოლოდოი სტალინელის" განყოფილების გამგე, "ზარია ვოსტოკას" რედაქტორის მოადგილე; 1949–1952 და 1964–1976წწ. – გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი; მისი ინიციატივით გაზეთს შეეცვალა ძველი სახელწოდება "ფიზკულტურელი" და დაერქვა "ლელო"; 1953–1955წწ. იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მკითხველთა ფართო წრეებში; 1961–1964წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი. ავტორია წიგნებისა : "თეთრი და მწვანე" (ოლიმპიურ თამაშებზე, 1970), "მეხიკო, მეხიკო" (1972) და სხვა. გამოცემული აქვს მრავალი საფეხბურთო ცნობარი, თარგმნა ი. ტრიფონოვის რომანი "სტუდენტები". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.578; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 473

Member of Organizations

  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია, თავმჯდომარე (1964-1980)
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1954-1956)

Awards and Honors

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography

  • ტოტალური ფეხბურთის ზეიმი : X მსოფლიო ჩემპიონატი (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1978. - 71გვ.
  • მეხიკო, მეხიკო : ნარკვევი ფეხბურთში მექსიკის IX მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1972. - 31გვ.
  • თეთრი და მწვანე : საბჭოთა სპორტსმენები საზღვარგარეთ (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1970. - 65გვ.

Share: