შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუკრი კაკილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1979 წელს. 1977-1987წწ. იყო საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს", 1987-1988წწ. საფეხბურთო კლუბ ლაჩხუნთის "გურიის" ნახევარმცველი; 1992-2005წწ. ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი; 2001-2005წწ. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981). საკავშირო თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), 1979 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი (1977). უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 198 მატჩი (21 გოლი), ევროპის ტურნირებზე – 11 მატჩი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.578; ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.236 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |