Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია. სტუდიის დამთავრების შემდგომ ჩაირიცხა თეატრის დასში ჯერ სტაჟიორად, ხოლო შემდეგ 1937 წლიდან ბალეტის მსახიობად; 1939–1941 წლებში მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტის მსახიობად და სოლისტ-მოცეკვავედ უკრაინის სიმღერისა და ცეკვის ცენტრალურ ანსამბლში (ქორეოგრაფი ლ. ჩერნიშევა). 1942–1945 წლებში ირიცხებოდა ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავედ და ანსამბლთან ერთად გამოდიოდა ირანსა და ერაყში განლაგებულ საბჭოთა არმიის მებრძოლთა წინაშე. 1945 წლიდან ი. სუხიშვილთან და ნ. რამიშვილთან ერთად დაფუძნებული საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე გახდა; 25 წელი იმოღვაწა ამ ანსამბლში; არის ბუქარესტის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1953); 1971 წლიდან მუშაობდა საქართველოს საესტრადო ორკესტრ "რეროს" დირექტორად, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორის მოადგილედ. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.581; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ.,2007.- გვ.115 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |