შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო მეგრელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი 1952 წელს. 1932–1942წწ. მუშაობდა სამუშაოების მწარმოებლად ამიერკავკასიის სამრეწველო მშენებლობის ტრესტში; ქ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოში - უფროს ტექნიკოსად, საგზაო სამსახურის უფროსის მოადგილედ და მთავარ ინჟინრად, საგზაო სამსახურის უფროსად; 1941-1946წწ. იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში სხვადასხვა თანამდებობებზე; დიდი სამამულო ომის მონაწილე; 1950–1961წწ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომში საპასუხისმგებლო პოსტზეა; 1961 წლის სექტემბერში აირჩიეს ქ. თბილსის ორჯონიკიძის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს დეპუტატი; პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი; მრავალჯერ იყო არჩეული პარტიის რაიონული და საქალაქო კომიტეტების, პარტიის რაიკომის ბიუროს წევრად, სახალხო დეპუტატთა რაიონულ და საქალაქო საბჭოს დეპუტატად; იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი; 1968–1978წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1979 წლიდან თბილისის მერიის მთავარი სპეციალისტი, შემდეგ მთავარი მრჩეველი. დაჯილდოებულია სამი ორდენით და რამდენიმე მედლით. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.585; 1979-2006 / თბილ. მერიის განათლ. და კულტ. სამსახური.-თბ.,2006.-გვ.82-83 (dspace.nplg.gov.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |