შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენადი ჩიქვინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1967–1969წწ. იყო ტრესტ "ორგტექმშენის" ექსპერიმენტული მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1969–1973წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო და სააგარაკო კოოპერატიული მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1973–1987წწ. ამავე აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი. 1987–1992წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს განყოფილების, 1992– დან გაერთიანება "კაპმშენის" უფროსი, 1993 წლიდან გენერალური დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი, სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია (1981) - თბილისში, სანაპიროზე საცურაო აუზის მშენებლობისთვის. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.585; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.638-639; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |