Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იმედა კახიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი. 1956-1959 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. მისი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1957 წელს, ფილმ "საბუდარელ ჭაბუკში" (განასახიერა გოგიტას როლი). გადაღებულია ფილმებში: ზურაბი ("განაჩენი", 1959), ზაზა ("დედის ხელი", 1959), ვახტანგი ("პაპა გიგია", 1960), გივი ("მწვანე ოქრო", 1960), გელა ("თეთრი ქარავანი", 1963), ტატიშვილი ("აფეთქებული ჯოჯოხეთი", 1967), ბარათაშვილი ("24-25 არ ბრუნდება", 1968), ლუკა ("მოლოდინი", 1970), ვარლამი ("ჯვარცმული კუნძული", 1968), ანდრო ("გაქცევა განთიადისას", 1975), პლატონი ("სამანიშვილის დედინაცვალი", 1977), წულაძე ("დათა თუთაშხია", 1978), გოგია ("მიზანი", 1979), ბაჩანა ("მარადისობის კანონი", 1983), მამა ("დღიურის ჩანაწერი", 1986), ერმილე ("სიცოცხლე ერმილეს"), მეწისქვილე ("ზღვის მაშვრალნი", 1986); მონაწილეობდა ტელესერიალში "ძილის წინ" (2002-2003); მონაწილეობს აგრეთვე ფილმებში: "არაჩვეულებრივი გამოფება" (1968), "ფეოლა" (1969), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "სემირამიდას ბაღები" (1970), "ცეცხლოვანი ბილიკები" (გორკის სახ. კ/სტუდია 1972), "ჩაძირულნი ქალაქის მაძიებელნი" (1972), "მთვარის მოტაცება" (1972), "სკაპენის ოინები" (1978), "გმადლობთ, რატილი" (1983). კინო მსახიობი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.589; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.82; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.51 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |