The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ლიჩელი

თამარ ლიჩელი
Date of birth:8 November, 1978  (46 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2001 წელს(საფორტეპიანო).

1997 წელს გაირა მასტერ კლასი პედაგოგ ჰ. ლეიგრაფთან(ავსტრია, ფორტეპიანო), 2004 წელს სტაჟირება სანტა–ჩეჩილიას ნაციონალურ აკადემიაში, პედაგოგი ს. პერტიკაროლი(იტალია, ფორტეპიანო), 2009 წელს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები მიუნჰენის უმაღლეს მუსიკალურ აკადემიაში, პედაგოგი გ. ოპიტცი(ფორტეპიანო); 2007 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ–პროფესორი(ფორტეპიანო); არის ფესტივალების მონაწილე, ყოველწლიური კონკურსის "Ibla Grand Prize"(იტალია) ჟიურის წევრი; 2013 წელს დააარსა თ. ამირეჯიბის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი, არის მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 2014 წელს დაარსდა საფორტეპიანო ტრიო "Sempre"(თ. ლიჩელი - ფორტეპიანო, ლ. მჭედლიძე - ვიოლინო, ჰ. ბაბაიანი - ვიოლონჩელო); 2015 წელს დააარსა თ. ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა რეგიონალური კონკურსი; თ. ლიჩელი აღიარებულია ქართული მუსიკის პროპაგანდისტად და საუკეთესო შემსრულებლად; ქართული რეპერტუარი: მ. დავითაშვილი "ხორუმი", ც. ცინცაძე პრელუდიები, ფ. ღლონტი საფორტეპიანო კონცერტი N3, ზ. ნადარეიშვილი "საფორტეპიანო ვარიაციები" ს. ცინცაძის თემაზე, ა. მიზანდარის, ვ. აზარაშვილის, რ. კემულარიას ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი; სხვა რეპერტუარი: ლისტი ფანტაზია უნგრულ თემებზე, დებიუსი "ბერგამული სუიტა", რაველი "ვალსი", ფრანკი საფორტეპიანო კვინტეტი; გასტროლებით შემოიარა: აშშ, ავსტრია, გერმანია, ტაივანი, იტალია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი; მინიჭებული აქვს ლოს-ანჯელესის "Global Music Awards"-ისა და "Music Academy Awardes"-ის პრემიები, "წლის საუკეთეასო დისკი" (კომპაქტდისკისათვის "Micheil Travlos. Twenty one Concert Studies. Tamara Licheli – piano" (2021). პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 288; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.396-397

Awards and Honors

  • 2003 - საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, I პრემია
  • 1997 - მარკო-პოლოს საერთაშორისო კონკურსი, I პრემია (საბერძნეთი)
  • გიოტინგენის შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (გერმანია)
  • საერთაშორისო კონკურსი "Bradshaw&Buono", II პრემია (აშშ)
  • ეტლინგენის საერთაშორისო კონკურსი, სპეციალური პრიზი (გერმანია )
    ჰაიდნის სონატის საუკეთესო შესრულებისათვის
  • საერთაშორისო კონკურსი "Ibla Grand Prize" , I პრემია, გრან პრი, სპეციალური პრიზი (იტალია)
    რაველის და ნაციონალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის

Bibliography


Share: