The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან ლომთათიძე

მურმან ლომთათიძე
Date of birth:2 December, 1929
Date of death:27 September, 2006  (at 76 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1955-1962წწ. იყო ქუთაისის ახალგაზრდობის ხალხური ცეკვის ანსამბლის, 1962-1968წწ. თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის "საბჭოთა საქართველოს" ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელი; 1968-1974წწ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის "სინათლე" მთავარი ქორეოგრაფი; საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1974 წლიდან პროფკავშირების კულტურის სახლის მთავარი ქორეოგრაფი; ქორეოგრაფიული ანსამბლის "თბილისი" სამხატვრო ხელმძღვანელი; დადგმული აქვს ცეკვები: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (ქუთაისის საოპერო თეატრი), ო. თაქთაქიშვილი "მინდია" (მინსკის საოპერო თეატრი, ტარტუს საოპერო თეატრი), სპექტაკლი-კონცერტი "საგალობელი თბილისს". მიღებული აქვს მონღოლეთის რევოლუციის ორდენი (1972). 2016 წელს ქ. ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 289; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.221; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.413; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.87-89

Member of Organizations

  • საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ღირსების მედალი
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1970 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Share: