The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ენიკოლოფოვი

ივანე ენიკოლოფოვი
Legal name:ივანე ენაკოლოფაშვილი
Date of birth:31 August, 1888
Date of death:6 July, 1980  (at 91 years)
Category:Historian, Literary scholar

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია 1907 წელს; სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, საიდანაც არმიაში გაიწვიეს.

ტვერის კავალერისტთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში თურქეთის ფრონტზე; ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ დაიწყო: 1922 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ არქივში, სადაც მრავალი ძვირფასი დოკუმენტი შეაგროვა, რომელიც დაედო საფუძვლად მის შემდგომ ლიტერატურულ კვლევით საქმიანობას; მისი პირველი წიგნი "ლევ ტოლსტოი საქართველოში" 1927 წელს გამოიცა; მისი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები სისტემატურად იბეჭდებოდა სალიტერატურო ჟურნალ გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად; პირველი გამოკვლევა "გრიბოედოვი საქართველოსა და სპარსეთში" გამოქვეყნდა 1929 წელს. მას ეკუთვნის აგრეთვე გამოკვლევები:  "პუშკინი საქართველოში" (1937, 1950, 1959), "ლერმონტოვი კავკასიაში" (1940), "გრიბოედოვი საქართველოში" (1954), "გრიბოედოვის ცხოვრება" (1959), მისი ერთ-ერთი ნაშრომია "დიდუბის პანთეონი", სადაც აღწერილია  მისი დირექტორობის პერიოდში დიდუბის პანთეონში დასაფლავებულ პირთა 111 საფლავი და მათი ბიოგრაფიები; ივანე ენიკოლოფოვს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული პუშკინისმცოდნეობის განვითარებაში; მას ასევე შედგენილი აქვს არაერთი ნაშრომი ა. გრიბოედოვზე. 1929 წელს, ალექსანდრე გრიბოედოვის დაღუპვის ასი წლისთავის აღსანიშნავად გამოსცა წიგნი - "ა. გრიბოედოვი საქართველოსა და სპარსეთში"; ი. ენიკოლოფოვს ეკუთვნის წიგნები ა. პუშკინზე, მ. ლერმონტოვზე, ლ. ტოლსტოიზე, მირზა შაფიზე, სადაც ავტორი მოგვითხრობს მწერლების საქართველოში ყოფნის საინტერესო დეტალებს, მათ ურთიერთობაზე ქართველ ხალხთან; მწერალი და მეცნიერი ნაშრომისთვის "პუშკინი საქართველოში", აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პუშკინის კომისიის წევრად; 1929-1962წწ. მუშაობდა მთაწმინდისა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების დირექტორად; მისი მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი; აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ ცხოვრებაში; იყო საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის პუშკინის რედაქციის წევრი და პუშკინის კომიტეტის წევრი. დაჯილდოებული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სამუზეუმო და საარქივო საქმის სპეციალისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.12 ; ივანე ენიკოლოფოვი : ნეკროლოგი // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1980. - 11 ივლისი

Awards and Honors

  • 1963 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: