შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1883-1885წწ. გამოსცემდა ცნობილ ქართულ გაზეთ დროებას; იგი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე იყო საქართველოში; თუმცა ის უფრო ცნობილია მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ისტორიას და კულტურას; 1881-1882წწ. ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანის გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა; წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი, მიხაი ჩიზი; 1884 წელს მისივე წინადადებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა; კომისიის წევრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იუნა მეუნარგია; წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები(სხვადასხვა ქართული ტაძრებიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები; ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული ვეფხისტყაოსანი გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა"; ქართველიშვილმა გამოცემის მთელი ტირაჟი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას საჩუქრად გადასცა; მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი, რომელიც პირადად გადასცა საჩუქრად საქართველოში სტუმრად მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლეს მარია ფიოდოროვნას; 1880-188წწ. ქართველიშვილის შემწეობით ხელახლა აშენდა აღა მაჰმად ხანის მიერ 1795 წელს დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია; 1885 წელს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია(დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით); მისი დავალებით, ფოტოგრაფ ერმაკოვის მონაწილეობით, შედგენილ იქნა საქართველოს ისტორიული ალბომი; ქართველიშვილი წიგნებით ასაჩუქრებდა მთელ რიგ სასწავლებლებს, ეხმარებოდა შეგირდებსა და სტუდენტებს, აფინანსებდა ძველი ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს; ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველოს ქველმოქმედები XIX საუკუნე : საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედების ირგვლივ შექმნილი კალაენდარი : საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა .- თბ.,.-გვ.1 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |