The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საულ კახიანი

საულ კახიანი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1922
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1992  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.

მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. 1949-1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი, ადამიანის ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1952 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგე; 1963–1972წწ. ამავე ინსტიტუტში ქირურგიული ფაკულტეტის დეკანი; 1972 წლიდან პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1986–1992წწ. არჩეული იყი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგედ; ს. კახიანმა შეისწავლა ზედა კიდურების სისხლძარღვებისა და ნერვების ტოპოგრაფია, მუცლის ღრუს ტოპანატომია და სხვ. იგი 100-მდე მეცნიერული ნაშრომის, 14 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოს, 2 გამოგონებისა და 3 რაციონალური წინადადების ავტორია. ქართული მეცნიერული ქირურგიული სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებლის ნიკოლოზ კახიანის შვილი და ზაალ კახიანის ძმა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.589; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.185-186; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    პრემია მინიჭებული ჰქონდა კოლექტიური შრომისათვის ციკლიდან ანატომიისა და ადამიანის ექსპრესიონოლოგიაში

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: