შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ეპიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1957 წელს; მოსკოვის მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1957-1972წწ. მსახურობდა ამიერკავკასიის სასაზღრო ოლქის ჯარებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978-1983წწ. იმყოფებოდა ავღანეთში საბჭოთა მთავრობის სპეცდავალებების შესასრულებლად (პოლკოვნიკი); 1988-1993წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული შიდა ქართლში, ქ. ცხინვალის კომენდანტი, 1993-1997წწ. საქართველოს სასაზღვრო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დაჯილდოებულია 4 ორდენით და 16 მედლით. სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი (1977), გენერალ-მაიორი (1995). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ. 29; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.430 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |