შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კვესელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მარტვილი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1936 წელს. 1941–1945წწ. მონაწილეობდა სსრკ–გერმანიის ომში. მ. კვესელავამ გაიარა ბრძოლის მძიმე და გრძელი გზა. მერე კი, როგორც კვალიფიციური გერმანისტი, თარჯიმნად მონაწილეობდა ნიურნბერგის პროცესში. შემდეგ ყოველივე ეს ბრწყინვალედ ასახა თავის ტრილოგიაში "ას ერგასის დღე". ომის შემდგომ მ. კვესელავამ განაგრძო საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი, უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარე, უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი და სხვა. 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.592; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 664; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 60-61 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |