The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია
Date of birth:2 September, 1974  (49 years)
Category:Economist, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1998 წელს; პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით 2002 წელს.

2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი - ბუდაპეშტის სამართლის საერთაშორისო აკადემია - "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა"; 2005 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი - "ნედლი ნავთობის გადამუშავების სრული კურსი"; მუშაობდა TBC TV-ში პროექტის მენეჯერად; 2004 წელს ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" დირექტორი; ბოლო 12 წლის განმავლობაში ნავთობის ეროვნულ კომპანია "საქნავთობში" სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა; მუშაობდა საქართველოს გადამხდელთა კავშირში (ბიზნესმენთა ფედერაცია) ჯერ აღმასრულებელ დირექტორად, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილედ; 1999-2004წწ. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატების უფროსი; 2005-2009წწ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, შპს "იორის ველის ნავთობი და გაზის" გენერალური დირექტორი; 2010 წლიდან კომპანია Jindal Petroleum Operating Company LLC-ის  გენერალური დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდს უკავშირდება უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი 160-მილიონიანი ინვესტიცია; 2013 წლიდან დღემდე არის ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში და ის ამ რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას 2021 წლამდე; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული: მაჟორიტარი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. არის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

Member of Organizations

  • საზოგადოება "თბილისელი", მზრუნველთა საბჭოს ხელმძღვანელი
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი, თავნჯდომარე (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

Share: