The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ერისთავი

გიორგი ერისთავი
ოფიციალური სახელი:გიგუშა ერისთავი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1875
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1947  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენ–ჟენევიევ დე ბუას სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ პაჟთა კორპუსი.

მსახურობდა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში. 1914 წლიდან პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა ამ პოლკს. მინიჭებული ჰქონდა ფლიგელ-ადიუტანტის წოდება. 1917 წლიდან თადარიგში გავიდა. ცხოვრობდა თბილისში. 1918-1921წწ. გენერლის ჩინით მეთაურობდა ქართული არმიის ცხენოსანთა კორპუსს. ქართულ არმიასთან ერთად დაიხია ბათუმამდე, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. ქსნის ერისთავთა საგვარულოს წარმომადგენელი. გენერლების-ნ.ბ. ერისთავის ძე და ა.ნ. ერისთავის ძმა. მერი შერვაშიძის მეუღლე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1918). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.56

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • იტალიის წმინდა მავრიკის და ლაზარეს ორდენის კომანდორის ჯვარი
  • საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორის ჯვარი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი (სხვადასხვა ხარისხის)

გააზიარე: