Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბექა ნაცვლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით გერმანისტიკა 2001 წელს; ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტი 2006 წელს. 2008-2009წწ. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, აღმასრულებელ მენეჯერი; 2008-2009წწ. ტურიზმის სკოლა "ნიუკაზის" სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ლექტორი; 2009-2010წწ. "საქართველოს ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის" დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი; 2009-2011წწ. "საქართველოს უნივერსიტეტი" პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი; 2009-2014წწ. საზოგადოების კვლევის ცენტრის მკვლევარი; 2010 წელს იყო ბრიუსელში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" ეგიდით მკვლევრის პოზიციაზე; 2012-2014წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის მრჩეველი (I კატეგორია); 2013 წლიდან ევროკომისიის (ტემპუსი) სამაგისტრო პროგრამის - "ევროპასთან ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ხელმძღვანელი, პოლიტიკური ეკონომიკისა და პოლიტიკური სოციოლოგიის ლექტორი; 2013 წლიდან "კავკასიის უნივერსიტეტის" პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი; 2014-2016წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის №10 საარჩევნო ოლქიდან; 2019 წელს დატოვა "ქართული ოცნება"; 2020 წელს შეუერთდა პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსს", რომლის რიგებიც 2021 წელს დატოვა. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების აქტიური მონაწილე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |