Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა კობალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სასწავლებელი 1996 წელს; ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით 1999 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემია სპეციალობით სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, სამხედრო სტრატეგიისა და ოპერატიული ხელოვნების კურსი (2001). 1986-1987წწ. კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი საწარმოს პრაქტიკანტი; 1987-1989წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1991-1994წწ. ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა: სხვადასხვა თანამდებობა; ქალაქ ფოთის კომენდანტი (1992); 1999-2001წწ. დასავლეთ ოპერატიული მიმართულების სარდალი; ოპერატიული მიმართულების კოდორის ხეობის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი (2001); სახმელეთო ჯარების სარდალი (2001); 2001-2004წწ. ეროვნული გვარდიის სარდალი; 2012-2015წწ. თბილისის საკრებულოს წევრი; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (2016); 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის №20 საარჩევნო ოლქიდან. არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი. გენერალ-მაიორი (2001). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5, ტ.6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.32-259; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 95 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |