The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შანშე ერისთავი

სხვა სახელი:პავლე
დაბადების თარიღი:1765
გარდაცვ. თარიღი:1831  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან; დ. შ. ერისთავისა და ე. შ. ერისთავის მამა; იყო გიორგი XII-ის ეშიკაღსბაში. 1800 წლიდან მსახურობდა დიდი შულავერის მოურავად. 1803 წლიდან ბორჩალოს მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. 1811 წელს პირადად შეაიარაღა 200 კაცი და მოქმედებდა რუსებთან ერთად ლეკების წინააღმდეგ. ორჯერ აირჩიეს თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლად. ერთგული სამსახურისთვის რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა დააჯილდოვა ბრილიანტებით მოჭედილი ოქროს საათით და სათუთუნეთი, ალექსანდრე I-მა კი - ოქროს ხმლით და წმინდა ანას II ხარისხის ორდენით, ოქროს ხმალი, მამაცობისათვის. რუსეთის იმპერიის პოლკოვნიკი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.64

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

გააზიარე: