შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ბენაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით საინფორმაციო საზომი ტექნიკა 1986 წელს; თბილისის იურიდიული ინსტიტუტი, სპეციალობით სამართალმცოდნეობა - 1997 წელს. 1986-1988წწ. - საწარმოო გაერთიანება "ანალიტხელსაწოს" უფროსი ინჟინერი; 1988-1991წწ. - სსრ უშიშროების კომიტეტის ოპერთანამშრომელი; 1991-1992წწ. - სრ უშიშროების სამინისტროს უფროსი ოპერრწმუნებული; 1992-1993წწ. - საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ოპერრწმუნებული; 1993-1994წწ. - საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსი ოპერრწმუნებული; 1994-1996წწ. - საქართველოს სამთავრობო დაცვის სამსახურის ცვლის უფროსი; 1996-1998წწ. - საქართველოს პრეზიდენტის ოპერსამსახურის უფროსი; 1998-2003წწ. - სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე; 2003-2005წწ. - საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2007წწ. - ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2007-2008წწ. - შპს "კალა-კაპიტალის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2008-2009წწ. - შპს "ყაზტრანსგაზის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2009-2013წწ. - შპს "რომპეტროლის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2013-2014წწ. - შპს "ყაზტრანსგაზის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2014-2015წწ. - შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეცმმართველი; 2015-2016წწ. - გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი; 2016 წელს - შპს "ყაზტრანსგაზი-თბილისის" სპეციალური მმართველი; 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. მიღებული აქვს "წლის ხელმძღვანელის" წოდება (2015), მედალი "დარგის პროფესიონალი" (2016). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |