შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს. 1981-1982წწ. ქუთაისის ავტოქარხნის მედ. სან. ნაწილი, ქირურგიული განყოფილების ექიმი-ინტერნი; 1982-1984წწ. ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი; 1984-1985წწ. ქალაქის სამშობიარო სახლის განყოფილების გამგე; 1985-1994წწ. ქალაქის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1994-2001წწ. აკად. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ექიმი; 2001-2016წწ. "ჩაჩავას კლინიკის" გენერალური დირექტორი; 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; განხორციელებული აქვს მნიშნელოვანი პროექტები ჯანდაცვის მიმართულებით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი, №50 საარჩევნო ოლქიდან; 2020წ.- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მედიცინის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დედათა სიკვდილიანობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმების პირობებში", დააიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |