შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1958 წელს(მუსიკის ისტორია), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს(მუსიკის თეორია). კვალიფიკაცია გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში; 1970-1990წწ. იყო ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1973-1990წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის პედაგოგი(თეორიული საგნები), 1975-1981წწ. უფროსი მასწავლებელი, 1981-2005წწ. დოცენტი, 1974-2007წწ. დირექტორი, 2005-2009წწ. ასოცირებული პროფესორი; 2007-2009წწ. იყო ქუთაისის მუსიკალური კოლეჯის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 2009 წლიდან რექტორი, სრული პროფესორი; 1975-2008წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წევრი, 1975-2009წწ. ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი; 1999 წლიდან საერთაშორისო ჟურნალ "Музыка и Время"-ს სარედაქციო საბჭოს წევრი, მუსიკალური განყოფილების ექსპერტი; არაერთი კონკურსის ჟიურის წევრი, მათ შორის: 2000-2009წწ. მ. ქასრაშვილის სახელობის ვოკალისტთა კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, ჟიურის თავმჯდომარის მოადგილე(ქ. ტყიბული); 2011 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ "ენა და კულტურას" სარედაქციო კოლეგიის წევრი; მუსიკისმცოდნე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 291; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.82 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |