შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოძისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი. XIX საუკუნის 50-60-იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ "ცისკართან". პოპულარული იყო მისი ლექსები "ბიძაჩემს ყაფლანს" და "ყაფლან ორბელიანს". რევაზ ერისთავმა თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჟუკოვსკის ნაწარმოებები. ი. კოზლოვის პოემის "შეშლილის" ერისთავისეული თარგმანი მკაცრად გააკრიტიკა ი. ჭავჭავაძემ ("ცისკარი", 1861, №4), რითაც დაიწყო "მამებისა" და "შვილების" ბრძოლა. რევაზ ერისთავის წერილს "პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა" ("ცისკარი", 1861, №5) ილია ჭავჭავაძე გამოეხმაურა სტატიაში "პასუხი" ("ცისკარი", 1861, №6). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.63; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.130
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |