Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრა კარგარეთელი-ქართველიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში, სწავლობდა თბილისში, გიმნაზიაში, მაგრამ მამა გადაიყვანეს ვლადიკავკაზში, სადაც დაასრულა სწავლა. ეროვნული ღირსების დასაცავად კავკავის მოწინავე ქართველმა საზოგადოებამ სცენისმოყვარეთა წრე ჩამოაყალიბა, სადაც პირველად ალექსანდრა 1895 წელს გამოვიდა სცენაზე. 1896 წლიდან პროფესიულ თეატრში იქნა მიწვეული მსახიობად. 1898 წლის 15 იანვარს შედგა ალ. კარგარეთელის პირველი ბენეფისი კომედიაში "ინჯილერი ან დოხტური". ალექსანდრა კარგარეთელის სფერო იყო ე.წ. გრან-კოკეტების როლები სალონურ პიესებში და აგრეთვე სახასიათო-კომიკური როლები. მისი სასცენო ხელოვნების გვირგვინი ალ. სუმბათაშვილის "ღალატში" - რუქაია იყო. 1896-1917 წლამდე სისტემატიურად გამოდიოდა ქართული თეატრის სცენაზე. გარდა პროფესიონალური თეატრისა, ალექსანდრა კარგარეთელი, როგორც დემოკრატი მსახიობი, სახალხო თეატრებშიც იღებდა მონაწილეობას. 1939 წლიდან მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე კინოსურათში. წყარო: კოტე ყიფიანი/ე. დავითაია. - თბ., 1975.; ქართველი მსახიობი ქალები. - თბ., 1962. - გვ. 119-149
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |