The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ლორია

ნანა ლორია
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1968 წელს(თეორიული განყოფილება), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(მუსიკის ისტორია).

სწავლობდა ლენინგრადის კინოს, თეატრისა და მუსიკის სამეცნიერო ინსტიტუტის ასპირანტურაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე, სიმფონიურ ორკესტრში; 1982 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორია, სსრკ ხალხთა მუსიკის ისტორია, რუსული მუსიკის ისტორია, მუსიკის კრიტიკა, ბალეტის ისტორია, ბალეტის დრამატურგია); სტაჟირება გაიარა პარიზის კონსერვატორიაში(1994), ასევე, პარიზის სორბონის უნივერსიტეტში მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე(2006); 1997-2014წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო მიმართულების დეკანი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი, აკადემიკოსი, დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული საბავშვო საოპერო მუსიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები", დაიცვა 1980 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 291



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: