Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლღა ლეჟავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ავჭალა, გარდაბნის რაიონი(ამჟამად ქ. თბილისის გლდანის რაიონი). სწავლობდა მცხეთის სამთავრო მონასტრის ოთხკლასიან სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სოფელ ავჭალის საქალებო სკოლაში ხელსაქმეს ასწავლიდა; 1899 წელს ავჭალაში თბილისის ქართული თეატრის მსახიობების და ადგილობრივი ინტელიგენტი ქალების დახმარებით წარმოდგენა გაიმართა, რომელშიც მიიღო მონაწილეობა; პირველად სცენაზე გამოვიდა თბილისის სცენისმოყვარეთა წრეში 1899 წლის 5 სექტემბერს მელოდრმაში "პარიზის ღარიბ-ღატაკნი". სცენაზე მცირე ხანს დაჰყო, მაგრამ საინტერესოდ ნათამაშევი როლებით გარკვეული კვალი დატოვა; მუშაობდა ჟურნალ "ნაკადულში" საქმის მწარმოებლად და პარალელურად გამოდიოდა სცენაზე; 1930-1932წწ. სოხუმის თეატრში მსახიობობდა. მისი როლებიდან აღსანიშნავია გაიანე - "ღალატი", კლერხენი - ზუდერმანის "სოდომის დაღუპვა", ელენე - ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი", ტურფა - ა. წერეთელის "პატარა კახი" და სხვ. 1933-1943წწ. მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში". გადაღებულია ფილმებში: "კოლხეთის ჩირაღდნები"(1940), "უკანასკნელი მასკარადი"(1943), "არსენა", "გიორგი სააკაძე", "ნარინჯის ველი" და სხვ. წყარო: კოტე ყიფიანი/ე. დავითაია. - თბ., 1975; ქართველი მსახიობი ქალები, - თბ.,1962. - გვ.42-119; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.344-345
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |