The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლღა ლეჟავა

ოლღა ლეჟავა
Date of birth:1883
Date of death:February, 1960  (at 77 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ავჭალა, გარდაბნის რაიონი(ამჟამად ქ. თბილისის გლდანის რაიონი).

სწავლობდა მცხეთის სამთავრო მონასტრის ოთხკლასიან სასწავლებელში.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სოფელ ავჭალის საქალებო სკოლაში ხელსაქმეს ასწავლიდა; 1899 წელს ავჭალაში თბილისის ქართული თეატრის მსახიობების და ადგილობრივი ინტელიგენტი ქალების დახმარებით წარმოდგენა გაიმართა, რომელშიც მიიღო მონაწილეობა; პირველად სცენაზე გამოვიდა  თბილისის სცენისმოყვარეთა წრეში 1899 წლის 5 სექტემბერს მელოდრმაში "პარიზის ღარიბ-ღატაკნი". სცენაზე მცირე ხანს დაჰყო, მაგრამ საინტერესოდ ნათამაშევი როლებით გარკვეული კვალი დატოვა; მუშაობდა ჟურნალ "ნაკადულში“ საქმის მწარმოებლად და პარალელურად გამოდიოდა სცენაზე; 1930-1932წწ. სოხუმის თეატრში მსახიობობდა. მისი როლებიდან აღსანიშნავია გაიანე - "ღალატი", კლერხენი - ზუდერმანის "სოდომის დაღუპვა", ელენე - ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი", ტურფა - ა. წერეთელის "პატარა კახი" და სხვ. 1933-1943წწ. მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში". გადაღებულია ფილმებში: "კოლხეთის ჩირაღდნები"(1940), "უკანასკნელი მასკარადი"(1943), "არსენა", "გიორგი სააკაძე", "ნარინჯის ველი" და სხვ.

წყარო: კოტე ყიფიანი/ე. დავითაია. - თბ., 1975; ქართველი მსახიობი ქალები, - თბ.,1962. - გვ.42-119

 


Share: