Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მუხრან ვახტანგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 1999 წელს; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ეკონომისტ-იურისტის კვალიფიკაციით 2004 წელს. 2006-2015წწ. ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი; 2015-2016წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №70 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2021 წლიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლი. მიღებული აქვს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი (სერბეთი, 2003); FILA-ს საერთასორისო ფედერაციის ოქროს მედალი (2010, 2013, 2014 ) ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; საქართველოს ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედალი (2014). დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი, სპორტის სახეობა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5-6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.329-302 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |