The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მუხრან ვახტანგაძე

მუხრან ვახტანგაძე
Date of birth:22 January, 1973  (51 years)
Category:Economist, Lawyer, Politician, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 1999 წელს; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ეკონომისტ-იურისტის კვალიფიკაციით 2004 წელს.

2006-2015წწ. ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი; 2015-2016წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №70 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2021 წლიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლი. მიღებული აქვს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი (სერბეთი, 2003); FILA-ს საერთასორისო ფედერაციის ოქროს მედალი (2010, 2013, 2014 ) ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; საქართველოს ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედალი (2014). დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი, სპორტის სახეობა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5-6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.329-302

Member of Organizations

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2020-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2019-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2016)

Awards and Honors

  • 2013 - სპორტის რაინდის წოდება
  • 2004 - მსოფლიო თასის მფლობელი (თბილისი)
  • 2003 - მსოფლიო თასის მფლობელი (ალმა-ატა)
  • 2003 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 2001 - მსოფლიო ჩემპიონი (საბერძნეთი)
  • 2000 - XXVII ოლიმპიური თამაშები (III ადგილი, სიდნეი, ავსტრალია)
  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: