The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1993-2005წწ. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის რედაქტორი; 2003-2010წწ. მედია-კავშირ "ობიექტივის" (ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანია) მთავარი რედაქტორი; 2010-2012წწ. მედია-კავშირ "ობიექტივის" (ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანია), პროგრამების დირექტორი; 2013-2014წწ. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; 2014 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია", საარცევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2018)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2018-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები", წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები", წევრი (2016-2019)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ჟურნალისტური პრემია "ოქროს ფრთა"
    პროფესიული თავდადებისთვის
  • გიორგი სააკაძის სახელობის მედალი
  • აფხაზეთის ომის ვეტერანი
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მედალი
    პროფესიული სიმამაცისთვის
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: