The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დორიან კიტია

დორიან კიტია
ოფიციალური სახელი:ნოშრევან კიტია
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1927
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 2006  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, მომღერალი, მუსიკოსი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951 წლიდან მუშაობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრის ასისტენტად, იყო ინსტიტუტის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე; აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში, როგორც მომღერალი და მუსიკოსი (უკრავდა გიტარაზე); მისი ინიციატივით ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა ჯაზორკესტრი, სიმფონიური ორკესტრი - პ. ნალბანდიანის, კაპელა - ს. იაშვილის, ქართული დრამატული წრე - მ. თუმანიშვილის, ქართული ცეკვის სტუდენტური ანსამბლი - ბ. დარახველიძის, ვოკალური ჯგუფი - ს. მირიანაშვილის, მინიატურული თეატრი - შ. ჯაველიძის, თ. ჩანტლაძისა და ა. გელოვანის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით; 1957–1959წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის თავმჯდომარედ; 1959–1962წწ. იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის, ხოლო 1962–1970წწ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი; 1971-1973წწ. საქართველოს სამხატვრო ფონდის დირექტორი; 1974-1975წწ. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; 1975–1981წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორის პირველი მოადგილე; 1981–1989წწ. ფილარმონიის გენერალურ დირექტორი. 1991 წლიდან მუშაობდა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის პროგრამების ხელმძღვანელად. სხვადასხვა დროს იყო თბილისში გამართული სახალხო დღესასწაულების "თბილისობის" დამდგმელი რეჟისორი და სცენარების თანაავტორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.599; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.369; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.78; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 69

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: