Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ მაილიან![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სემინარიაში, თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში(კომპოზიცია). ძირითადად მოღვაწეობდა ქ. ბაქოში; 1910-1917წწ. ბაქოში სომხურ ენაზე გამოსცემდა ყოველთვიურ ილუსტრირებულ ჟურნალს "თათრონ ევ ერაჟშტუთიუნ"("თეატრი და მუსიკა"); ქ. ბაქოში ჩამოაყალიბა მუშათა გუნდები, დააარსა საბავშვო თეატრი-მუსიკალური სექცია; ზრუნავდა ბავშვთა მუსიკალურ აღზრდაზე; სომხური საბჭოთა სიმღერის ერთ-ერთი პირველი ავტორი; თხზულებები: საბავშვო ოპერები - "ბებია გიულნას ზღაპრები"(1906), "მშვენიერი გაზაფხული"(1925), "ზიზიკ", "ბედნიერების კურკა", "ანცი მიკიჩა"(ყველა 1926); ოპერა "საფა"(1933, ბაქო); მუსიკალური კომედიები: "თმბალაჩ ხაგან"(1929), "მოლა ნასრედინი"(1940); სიმფონია(1932); საგუნდო, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, სიმღერები, ხალხური ხიმღერების გადამუშავება, მუსიკალურ-დრამატული სპექტაკლი-რომანი "არმენ"(1900), მოთხრობები; იყო ქორმაისტერი; 1926 წელს, თბილისში დაიბადა მისი ქალიშვილი ელზა ანტონის ასული მაილიანი, დირიჟორი, კომპოზიტორი და პედაგოგი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 293
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |