Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ერისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვ. ლევცანდოვსკის კერძო გიმნაზია. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი 1923 წელს. 1932-1936წწ. იყო სკრის(გორი) მეხილეობის საცდელი სადგურის ხეხილოვანი კულტურების სელექციის განყოფილების გამგე, 1938-1956წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1941-1947წწ. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრაზე. 1956-1973წწ. ხელმძღვანელობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხეხილოვანი კულტურების სელექციისა და ჯიშთმცოდნეობის განყოფილებას. მისი თაოსნობით ჰიბრიდიზაციისა და ინტროდუქციის შედეგად მიღებული, შესწავლილი და წარმოებაში დანერგილია თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების მაღალხარისხოვანი ჯიშები, გამდიდრებულია საქართველოს ხეხილოვანი კულტურების ასორტიმენტი. ელენე ერისთავმა გამოიყვანა ატმის ჯიშები: სანდო, პიონერი, გორული საადრეო, ერისთავის ვარდისფერი, ნობათი. პირველი ქართველი სელექციონერი ქალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |