შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან კაკულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1984 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დაგეგმვისა და ორგანიზების სპეციალობით 1991 წელს. 1991-1993 წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 1993-1995 წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, პროექტების კოორდინაციისა და მარკეტინგის სამმართველოს უფროსი; 1995-1997 წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1997-2005 წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2005-2016 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; 2016-2020 წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |