The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მამალაძე

თამარ მამალაძე
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1972  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1934(მუსიკის თეორია).

სწავლა გააგრძელა ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურაში, პედაგოგები - ს. ლ. გინზბურგი, ა. ვ. ოსოვსკი, ბ. ა. არაპოვი, ს. ნ. ბოგოიავლენსკი(ყველა მუსიკის ისტორია, მუსიკის თეორია); 1929-1938წწ. იყო თბილისის სახლმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სკოლის პედაგოგი(მუსიკის ლიტერატურა); 1944-1946წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის მუსიკალურ გადაცემათა ფოლკლორული რედაქციის რედაქტორი; 1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მუსიკალური ფოლკლორის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; ეთნოგრაფიული ექსპედიციების ორგანიზატორი; ჩაწერა მრავალი ხალხური სიმღერა; მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კახეთის შრომის სიმღერები", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 294


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: