Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა მამალაძე-გოგლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი (ვ. გურევიჩის ხელმძღვანელობით) 1974 წელს. სხვადასხვა დროს ასწავლიდა მუსიკალურ სკოლა-სტუდიებში თეორიულ საგნებს. 1988 წელს მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრში (საქმუსიკფორმი) მუშაობს, ხოლო 1993 წელს მისი დირექტორია. ნ. გოგლიძე-მამალაძე მონაწილეობდა AMIC-ის (მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრების საერთაშორისო ასოციაცია) კონფერენციებში: ამსტერდამში (1994), პარიზში (1996), ბრატისლავაში (1997), ვენაში (1998). 1993 წელს მონაწილეობს კონცერტების ციკლის "ქართული მუსიკის სიახლენის" ორგანიზებაში, იგი მუსინფორმაციის მიერ გამოცემული ჟურნალების "Музыкальная Грузия" და "Musical Georgia" ერთ-ერთი დამფუძნებელია. პრესაში აქტიურად ეწევა თანამედროვე ქართული მუსიკის პროპაგანდას. მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 294; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.68; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი: composersunion.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |