The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ანფიმოვი

იაკობ ანფიმოვი
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1852
გარდაცვ. თარიღი:11 თებერვალი, 1930  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სევსკი, ორიოლის გუბერნია(რუსეთი).

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი; პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია.

მუშაობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებლად ორენბურგში; იყო თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორი;

1885-1892წწ. პეტერბურგში სამხედრო ფსიქიატრიისა და ნერვულ სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1892-1894წწ. განაგებდა ტომსკის უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა და ფსიქიატრიის კათედრას; 1894 წლიდან მთელი 25 წლის მანძილზე ხარკოვის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრას; 1920 წელს იგი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგედ, სადაც მან 1925 წლამდე დაჰყო; ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის; თბილისში ყოფნის დროს გამოაქვეყნა 10 შრომა, აქედან ერთი ქართულად, რომელიც დაბეჭდა ჟურნალ "ჩვენს მეცნიერებაში"; იკვლევდა თავის ტვინის ტრამვებს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებებს; მან გაამდიდრა ნევროპათოლოგია და ფსიქიატრია რიგი ახალი აღმოჩენებით; ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, დამსახურებული პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.54

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • ჯანდაცვის სახალხო კომისარიატი, წევრი

გააზიარე: