Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახაბერ კუჭავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს; ნოტინგემის სამართლის სკოლა, კორპორაციული სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციით 2003 წელს. 2001-2002წწ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი; 2001-2004წწ. იურიდიული ფირმის "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური" უფროსი იურისტი; 2005 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი; საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2005-2007წწ. USAID-ის პროექტის "ბიზნესის გარემოს რეფორმა" კორპორაციული და სამეწარმეო სამართლის სპეციალისტი; 2007-2010წწ. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლის ექსპერტი; 2011-2015წწ. საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის "საერთაშორისო სავაჭრო პალატა" დირექტორთა საბჭოს წევრი; 2012-2016წწ. სს "კავკასიის მინერალების" გენერალური დირექტორი; 2015-2016წწ. სამთო-გეოლოგიური კომპანიის "GeorgianCopperand Gold" გენერალური დირექტორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2021 წლის იანვრიდან პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას; ავტორია ნაშრომებისა: "საქართველო და ევროკავშირი: ერთად გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართ მდგრადობისკენ"; "პირველი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი საქართველოში: შედეგებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯები"; "კორპორაციული მართვის კოდექსის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო" (თანაავტორი); "საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მიმოხილვა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან"; "ფრანჩაიზინგის შესახებ შეთანხმება საერთაშორისო კერძო სამართალში"; "ინტერესთა კონფლიქტი: საუკეთესო პრაქტიკა და შესაბამისი ნორმატიული აქტები"; "კორპორაციული მართვა საქართველოში – პრობლემები და რეკომენდაციები"; "აღმასრულებელ დირექტორთა ვალდებულებები"; არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვარტალური ჟურნალის "კორპორაციული მართვის" გამომცემელთა საბჭოს წევრი. 27.04.2021 - 24.12.2021წწ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |