Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მზია ერისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება. მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. 1941 წელს საქართველოს პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში დააარსა ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტი. 1952 წელს მთავრობის დავალებით ჩამოაყალიბა ბავშვთა ცენტრალური საექსკურსიო-ტურისტული სადგური, რომელსაც 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ სადგურში შეიქმნა ნორჩ მხარეთმცოდნე მოგზაურთა და ნორჩ ფენოლოგთა ცენტრები, ნორჩ მოგზაურთა ბანაკების სისტემა საველე პირობებში(თრიალეთის ქედი, იალნოს ქედი, გუჯარეთის ხეობა, გუდაუთა, შაორი და სხვ.), სადაც ფიზიკურ წვრთნასთან ერთად იმართებოდა ნორჩ მხარეთმცოდნეთა კონფერენციებიც. 1952-1964 წლებში მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დააარსდა ბავშვთა ტირისტული ბაზები. ფენოლოგიური მუშაობა გაიშალა საქართველოს 100 სკოლაში(ყოველ რაიონში შერჩეული იყო 2-3 სკოლა, რომლებიც ზღვის დონიდან განსხვავებულ სიმაღლეზე მდებარეობდა). ყოველწლიური მონაცემების საფუძველზე შეიქმნა ფენოლოგიური რუკები, სქემები და გრაფიკები. თარგმნა რ. რასპეს "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი" და საბავშვო ზღაპრები(ფრანგულიდან). იგი არის ავტორი რამდენიმე ფუძემდებლური მეთოდური ინსტრუქციისა. მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ახალგაზრდობის ტურიზმის ცენტრს. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. პედაგოგ-მეთოდისტი, ბავშვთა და მოზარდთა სამხარეთმცოდნეო ტურიზმისა და ალპინიზმოს ფუძემდებელი საქართველოში, ბავშვთა და მოზარდთა ფენოლოგიური მუშაობის დამნერგავი საქართველოში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.61 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |