The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იესე ერისთავი

Date of birth:17??
Date of death:1745
Category:Nobleman, Poet

Biography

ქსნის ერისთავთა შთამომავალი. კახეთის 1660 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის, შ. ერისთავის შვილიშვილი. ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით შექმნა ორიგინალური საგალობელი "წმიდათა და დიდებულთა ორთა ძმათა მოწამეთა ქართველთა ელიზბარ ქსნის ერისთავისა და ძმისა მისისა შალვასი და წმიდისა დიდებულისა მოწამისა ბიძინა კახისა"(საგალობელს აქვს აკროსტიქი-"ქრისტეს მოწამეო შალვა, შეიწყალე ძის ძე შენი იესე"). საგალობელი კახეთის 1660 წლის აჯანყების გმირთა - შალვა და ელიზბარ ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ხოტბაა; თავდაპირველად მასში არ იყო ასახული აჯანყების ამბები. მოგვიანებით, თხზულების ეს ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიანმა, რომელმაც თავის ჰაგიოგრაფიულ კრებულში იესე ერისთავის საგალობელი შევსებული და რედაქტირებული წარმოადგინა. იესე ერისთავს უნდა ეკუთვნოდეს კახეთის აჯანყების გმირებისადმი მიძღვნილი სვინაქსარული საკითხავიც.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.60


Share: