Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი მეზურნიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი ("მგიმო") 2007 წელს. "მგიმოში" სწავლის პერიოდში დააარსა "დამოუკიდებელი ქართული კლუბი", რომელშიც ქართველი სტუდენტები გაწევრიანდნენ; 2007 წლიდან აქტიურად ჩაება სამეცნიერო საქმიანობაში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია წამყვან ფინანსურ ჟურნალებში; 2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს კვლევით-ანალიტიკურ ცენტრში, საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. პარალელურად, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში; 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის თემაზე; 2015 წელს შექმნა სატელევიზიო ფორმატი და ჩაწერა ინტერვიუ მსოფლიოს ცნობილ ტოპმენეჯერებთან ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და მოსკოვში; დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც საქართველოს და აშშ-ს მრავალწლიან მეგობრობას ეხება. 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №39 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინტეგრაციული პროცესების განვითარება საერთაშორისო სავალუტო სფეროში". წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |