შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკა მელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2002 წელს; ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი 2006 წელს. 2002-2003წწ. საქართველოს უშიშროების სამინისტრო, გამომძიებელი; 2007 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი, მრჩევლი; 2007-2008წწ. ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, მრჩევლი; 2008-2009წწ. აღსრულების ეროვნული ბიურო, უფროსის მოადგილე; 2009-2010წწ. ამავე ბიუროს უფროსი; 2010 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი; 2010 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი; 2010-2012წწ. ამავე ბიუროს თავმჯდომარე; 2013-2014წწ. მთაწმინდის რაიონის გამგეობა, გამგებელი; 2016-2019წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; unm.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |