The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა დემეტრაძე

შალვა დემეტრაძე
Date of birth:1907
Date of death:25 October, 1971  (at 64 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1930 წელს.

მუშაობდა გაზეთ "კომუნისტში"; ერთ ხანს მოღვაწეობდა გამომცემლობა "საბჭოთა მწერალში"; აქედან მოყოლებული, თითქმის 40 წელი უანგაროდ ემსახურა ქართული წიგნის გამოცემის საქმეს, ჯერ გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნებაში", შემდეგ "მერანში"; მისი ასეთი სიყვარული ქართული წიგნისადმი შემთხვევითი არ ყოფილა; იგი ყრმობიდანვე ეზიარა ქართულ პოეზიას, ახლო ურთიერთობა ჰქონდა "ცისფერყანწელებთან", ღირსეული მეგობრობა გაუწია ტიციან ტაბიძეს და პაულო იაშვილს, სწორედ მას მოუწია მათი წიგნების შედგენა-გამოცემა და ამ ძვირფასი სახელების ხალხისთვის დაბრუნება; საზოგადო მოღვაწე. 1941-1945წწ. სამამულო ომში მამაცობის დასტურად მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.123

Awards and Honors

  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

Share: