შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაირა დიდებულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1965 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის სექტორში, ხოლო 1966 წლის ნოემბრიდან კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელია; 1984 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; გამოქვეყნებული ჰქონდა 20-ზე მეტი ნაშრომი, განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია: "ჩრდილო კავკასიის შუა საუკუნეების კულტურა და საქართველო". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოსა და ცენტრალური იმიერკავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობანი X-XII საუკუნეებში", დაიცვა 1974 წელს. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.125
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |