The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი მხეიძე

დიმიტრი მხეიძე
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა კატასტროფისა და კრიტიკული მედიცინის საქართველოს საერთაშორისო ცენტრი, მაშველი სანინსტრუქტორის სპეციალობით 1993 წელს; ქ. ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი "ქუთაისი" ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით 1998 წელს; საქართველოს რეზიდენტურის სკოლის ყელყურცხვირის კათედრა თბილისის მე–9 საავადმყოფო, რეზიდენტურის სრული კურსი "3+1", ექიმი ოტორინილარინგოლოგის კვალიფიკაციით 2002 წელს.

1992-1993წწ. კატასტროფისა და პრაქტიკული მედიცინის საქართველოს საერთაშორისო ცენტრის მაშველი სანინსპექტორი; 2002-2007წწ. სს ძოწენიძის სახელობის იმერეთის კლინიკური საავადმყოფოს უმცროსი ექიმი; 2003-2005წწ. შპს ქუთაისის რკინიგზის კლინიკის უმცროსი ექიმ ოტორინოლარინგოლოგი; 2007-2013წწ. შპს ქუთაისის რკინიგზის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის ექიმ ოტორინოლარინგოლოგი; 2013-2016წწ. შპს დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ექიმ ოტორინოლარინგოლოგი, დირექტორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №48 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" , წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2020)

გააზიარე: