| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენია ეგაძე-ყიფშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ჯერ კიდევ თბილისის ქალთა გიმნაზიის უფროს კლასელი ასწავლიდა ვერის რაიონის საკვირაო სკოლაში თამბაქოს ფაბრიკის მუშებს წერა-კითხვას; 1907-1914წწ. მასწავლებლობდა ქალთა მე-4 გიმნაზიაში, ვაჟთა II გიმნაზიაში, მე-15 შრომის სკოლაში; აგრეთვე ეწეოდა საზოგადოებრივ მუშაობას, აქტიურად ეხმარებოდა "წერა კითხვის საზოგადოებას" საღამოების მოწყობაში; შემოსავლით დახმარება ეწეოდათ მატერიალურად ხელმოკლე მწერლებს, მხატვრებს, საზოგადო მოღვაწეებს; ამასთანავე, ახლად დაარსებული "საქართველოს ისტორტიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმისთვის" აგროვებდა ქართლის სოფლებში ექსპონატებს (იარაღს, ჭურჭელს, წიგნებსა და სიგელებს). ენათმეცნიერის იოსებ ყიფშიძის მეუღლე. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.130; დღიურები, ჩანაწერები / იოსებ ყიფშიძე, ევგენია ეგაძე-ყიფშიძისა, დავით ყიფშიძე.-თბ.,2013.-გვ.67-70; წინ დიდი გზაა : დამსახურებული მასწავლებლის ევგენია კონსტანტინეს ასულ ეგაძე - ყიფშიძის შესახებ / თამარ გომართელი // საქართველოს ქალი.-თბილისი,1965.-N6.- გვ.15-16 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

