The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამაცაშვილი ავთანდილ

მამაცაშვილი ავთანდილ
Date of birth:7 May, 1938  (85 years)
Category:Conductor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(გუნდის დირიჟორი), 1970 წელს(საოპერო და სიმფონიური დირიჟორი).

1970 წელს შედგა დებიუტი; 1959-1966წწ. იყო თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(გუნდის დირიჟორი); 1966-1971წწ. "საქართველოს სიმფოჯაზის" დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი; 1966-1971წწ. თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი; 1968-1973წწ. საქართველოს ფილარმონიის დირიჟორი; 1972-1983წწ. თბილისის მუსიკალრუი კომედიის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1972-1981წწ. ქ. ლოძის(პოლონეთი) საოპერო თეატრის დირიჟორი; 1982-1984წწ. კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1984-1993წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1987 წელს ქ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის მთავარი დირიჟორი; 1988-1993წწ. "ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის" დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1990 წელს "ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან" და ამერიკელ მომღერლებთან ერთობლივად აშშ-ში განახორციელა ზ. ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერის" დადგმა ქართულ ენაზე; 1997 წელს ქუთაისის კამერული ორკესტრის დამაარსებელი და დირიჟორი; 1980 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი, საოპერო სტუდიის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ბ. კვერნაძე "იყო მერვესა წელსა", გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა", ჯ. და ვ. კახიძე "ბარბალე"; მუსიკალური კომედიები, ოპერეტები: ვ. აზარაშვილი "შვიდნი ძმანი გურჯანელნი", გ. ცაბაძე "თოვლიანი მთების მელოდიები", "მირანდოლინა", "მე სიყვარულის მომღერალი ვარ", ნ. გაბუნია "ყვარყვარე", შ. მილორავა "დედისერთა ჯარში მიდის", "ჩანჩურა", "ძუნწი", მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები", ო. თაქთაქიშვილი "ქალაქში დადის მომავალი", "ორი ნოველა", ს. ცინცაძე "შვეიკი, შვეიკი, შვეიკი", ა. მაჭავარიანი "ბაღლინჯო"; ქართული სიმფონიები, ქართული ინსტრუმენტული კონცერტები; სხვა რეპერტუარი: მოცარტი "დონ ჟუანი", ვერდი "დონ კარლოსი", მ. მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი", პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული"; ბალეტები; გასტროლებით შემოიარა: სსრკ, პოლონეთი, უნგრეთი, ეგვიპტე, ბულგარეთი, გერმანია, აშშ, ფინეთი, ჩეხეთი, სლოვენია; ქორმაისტერ ნ. მამაცაშვილის ვაჟიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 295


Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: