შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პიერ კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თეატრალური სტუდია აკ. ფაღავას ხელმძღვანელობით 1924 წელს. 1924–1930 წლებში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კ. მარჯანიშვილის საელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. სცენაზე პიერ კობახიძემ შექმნა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გმირების გალერეა: ურიელი (კ. გუცკოვის "ურიელ ა'კოსტა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), არმანი (ალ. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ონისე (ალ. ყაზბეგის "მოძღვარი"), პეტრუჩიო ("ჭირვეული ცოლის მორჯულება"), პარატოვი (ალ. ოსტროვსკის "უმზითვო"), ანტონიუსი (უ. შექსპირის "ანტონიუსი და კლეოპატრა"), ჩონტა (ვ. ფშაველას "მოკვეთილი"), იცკა რიჟინაშვილი (გ. ბააზოვის "იცკა რიჟინაშვილი"), ვაშაძე (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ლენინი (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), სიმონა (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ფუშე (ვ. სარდუსა და მოროს "მადამ სან-ჟენი"), კიმბაევი (ა. აფინოგენოვის "შიში"), რომანოვი (ვ. კირშონის "პური"), ვარშანიძე (ი. ვაკელის "შური"), რატიანი (ვ. პატარაიას "სანაპიროზე") და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.603; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.66; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 99-100 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |